თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება

დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს – თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი, ხოლო ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა, – აღნიშნული პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

„თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება ბეთანიის სათხილამურო კურორტს, გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობით და 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.

„ბეთანიის სათხილამურო კურორტით ისარგებლებენ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ტურისტები. კურორტი იქნება ოთხსეზონიანი. ინფრასტრუქტურას იმგვარად განვავითარებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასის სიგრძე-500 მ-ია, თუმცა, უფრო გავაფართოებთ. უახლოეს მომავალში დეტალური კონცეფცია გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.