თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

სამგორში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სამგორში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დაასრულა. ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11 500 კვ.მ ფართობს და მასში განთავსებულია ორი აუზი (2520 და 2012 მ), ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, საბრძოლო ხელოვნების დარბაზი. ასევე იფუნქციონირებს, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები, სპა ზონა, მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. ცენტრში გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეც.

თბილისის მერიამ ცენტრის მიმდებარედ გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სარწყავი სისტემა, 1 220 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 1 251 სხვადასხვა სახეობის ნერგი, რაც ტერიტორიას უფრო მოწესრიგებულსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდ აქცევს.

პროექტის მიზანია მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე, ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.