ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, გრენლანდიის გარშემო შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეუძლია.
ამის შესახებ სტუბმა რუტესთან და პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან ერთად დავოსში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად გრენლანდიის საკითხზე ორი მიდგომა არსებობს, ერთია დეესკალაცია, მეორე კი ესკალაცია, დეესკალაციის მიზნით.




