ტრამპი: პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა – ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ერთსაათიანი შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპი ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა და შეხვედრის დეტალებზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან დიალოგი დადებითად შეაფასა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა დღესვე შეთანხმების მიღწევის შანსი, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

მან ასევე დააანონსა მომავალი შეხვედრა რუსულ მხარესთან: „ჩვენ ვხვდებით რუსეთს, ეს ხვალ მოხდება – ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ პუტინს“

უახლესი

მსგავსი სტატიები