AP: ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის გადაყენებას ითხოვენ

ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტით იმუქრებიან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

კანონმდებლების უკმაყოფილება ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების მიერ ორი მოქალაქის მოკვლის შემდეგ გამძაფრდა.

აღსანიშნავია, რომ, თუ ნოემის იმპიჩმენტს 213-ვე „დემოკრატი“ დაუჭერს მხარს, მისი გადაყენებისთვის მაინც იქნება საჭირო რამდენიმე „რესპუბლიკელის“ ხმა.

შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობიდან დათხოვნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტომ ტილისმაც მოითხოვა.

უახლესი

მსგავსი სტატიები