გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა მართონ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და დააფინანსონ ჯგუფები, რომლებიც ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში – რასაკვირველია, კანონი უნდა მიიღო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ მოხდეს

„საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა მართონ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და დააფინანსონ ყველა შემთხვევაში ის ჯგუფები, რომლებიც ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში.
უნდა მოიძებნოს რაღაც სხვა გზა, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში რომელიც ხმარდება ამ რევოლუციური პროცესის განვითარებას. წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ამის თაობაზე, თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. თანამშრომლობა ფინანსური რესურსის გამოყენებით იყოს გამჭვირვალე, არა გეუბნება პირდაპირ, რომ შემოვიტან თანხას და მოვძებნი გზებს იმისათვის, რათა კანონს გვერდი ავუარო. ეს ხომ შავი ფულია? და მით უმეტეს ეს შავი ფული ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციას. რასაკვირველია, კანონი უნდა მიიღო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ მოხდეს, არ დაიშვას,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უახლესი

მსგავსი სტატიები