„მსოფლიოს მიერ, საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ფონზე, როდესაც უკრაინა ცხოვრობს ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმების პირობებში, როდესაც საავადმყოფოები და საცხოვრებელი კვარტლები გადარჩენისთვის გარე დახმარებაზე არიან დამოკიდებული – ყოველი გენერატორი ქონება კი არა, გადარჩენის ელემენტია. ეს სითბო მათთვისაც სასიცოცხლოა – ვინც მოპარული თანხებით, ომის დროს ოქროს უნიტაზებით ამშვენებს საკუთარ საპირფარეშოს.
ქვეყნისთვის ნაჩუქარი გენერატორების ონლაინ-ინტერნეტ გაყიდვა – ეს არის ადამიანებისთვის სითბოს, სინათლისა და ზამთრის გადატანის შანსის პირდაპირი წართმევა. გარდა ამისა, ამ ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სკანდალური კი არა, არამედ დამანგრეველიც არის – რა დროსაც ირღვევა დონორი-ქვეყნების ნდობა, დისკრედიტირებულია თვით დახმარების გაღების იდეა და მიზანშეწონილობა, ხოლო სოლიდარობა “იძირება” ეჭვების ჭაობში. ომის პირობებში ყოველივე ეს – ტოლფასია ზურგში დანის ჩარტყმისა.
თითქმის ოთხი წელია უკრაინა უმძიმეს და დამანგრეველ ომში მყოფი ქვეყანაა. დიახ, ლოჯისტიკა რთულია, მასზე კონტროლი – შეზღუდული, ხოლო უსინდისობის ადამიანური ფაქტორი გარდაუვალია. თუმცა სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ – ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ.
და თუ ასეთი ფაქტები დადასტურდა, რეაქცია უნდა იყოს მყისიერი, თვალსაჩინო და დაუნდობელი – მაგრამ ვისი მხრიდან? ოქროს უნიტაზების “ბედნიერი” მდლობელების მხრიდან? ჯერჯერობით კი, ასეთი “სანიმუშო” და “მისაბაძი” ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ერთგული ქომაგი – გერმანიის კანცლერი, ხისტი განცხადებებით გამოდის: “უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე – 2027 წლამდე არც იოცნებოს”. მსგავს განცხადებებზე – მწარედ გავიცინოთ თუ ისტერიულად ვიტიროთ – არც კი ვიცი.“ – წერს ქართველიშვილი.


მსგავსი სტატიები


