აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანელ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში ყოფნის პრივილეგია გაუუქმა.
„მარკო რუბიომ მიიღო ზომები, რათა შეერთებულ შტატებში ირანელი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა. ისინი, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრისგან სარგებელს იღებენ, არ აქვთ უფლება, ჩვენი იმიგრაციის სისტემით ისარგებლონ“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




