თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, განახლებული რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა.

რეაბილიტაციის შედეგად, სამივე სკვერის მთლიანი ტერიტორია განახლდა, დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, ასევე სავარჯიშო კუთხე და საფეხმავლო ბილიკები.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ერთი მხრივ გაზრდის ქობულეთის ტურისტულ მიმზიდველობას, ხოლო მეორე მხრივ შექმნის კომფორტულ გარემოს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, განახლებული სკვერები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ცეცხლაძემ, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.