2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) ადასტურებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. ინფორმაცია საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.9-დან 14 წლამდე ასაკის ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა მილიონობით მაყურებელს საკუთარი შემოქმედება და მუსიკასთან ერთიანობის განცდა გაუზიარონ. ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ შოუში მონაწილეობას მიიღებენ:

RTSH (ალბანეთი)

AMPTV (სომხეთი)

Ictimai (აზერბაიჯანი)

HRT (ხორვატია)

CyBC (კვიპროსი)

France Télévisions (საფრანგეთი)

საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო)

TG4 (ირლანდია)

Rai (იტალია)

PBS (მალტა)

RTCG (მონტენეგრო)

AVROTROS (ნიდერლანდები)

MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია)

TVP (პოლონეთი)

RTP (პორტუგალია)

SMRTV (სან მარინო)

RTVE (ესპანეთი)

Suspilne (უკრაინა)

2025 წელს კონკურსში 3 ქვეყანა დაბრუნდა. მონტენეგრომ ბოლოს მონაწილეობა 2015 წელს მიიღო, ხოლო ხორვატიამ 2014 წელს. 2021 წლის შემდეგ პირველად ასევე კონკურსში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი.

უახლესი

მსგავსი სტატიები