ცეკვით მოყოლილი და სცენაზე გაცოცხლებული საქართველოს ისტორია – “ტრიუმფის 80 წელი” – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ლეგენდარული სუხიშვილებისა და ქართული კულტურის თითქმის საუკუნოვან ისტორიას გვიყვება.
ფოტო კადრები, რომელიც დღეს უკვე ისტორიული დოკუმენტია ქართველმა და უცხოელმა ფოტოგრაფებმა სხვადასხვა პერიოდში იმუშავეს. მასზე სუხიშვილების თითქმის ყველა თაობაა აღბეჭდილი.
გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი უნიკალურ სასცენო კოსტიუმებს ეთმობა, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის განვითარების პროცესს და მის შემოქმედებით მრავალფეროვნებას ასახავს. თითოეულ კოსტიუმში თანამედროვე სტილი და ტრადიცია ერთიანდება.
ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 2 თვის განმავლობაში უმასპინძლებს.


