საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქტომბერში ორ მატჩს გამართავს – რამაზ სვანაძის გუნდი 10 ოქტომბერს რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს ასევე სტუმრად მალტას შეხვდება.

აღნიშნული მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ოთხი დებიუტანტია – ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, თეიმურაზ ოდიკაძე და გელა სადღობელაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სან-ჟილუაზი“, ბელგია).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“, თბილისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო“, ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“, ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა“), ლუკა პარკაძე („ზალცბურგის აუსტრია“, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე („დინამო თბილისი“).

უახლესი

მსგავსი სტატიები