ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა – ავტობუსი, რომლითაც ტურისტები ქვეყნის დედაქალაქისკენ, კატმანდუსკენ გადაადგილდებოდნენ, 200 მეტრის სიმაღლიდან, მდინარის ნაპირზე გადავარდა.

ამ დროს ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა, 25 მათგანმა სხვადასხვა ხასიათის დაზიანება მიიღო.

მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

უახლესი

მსგავსი სტატიები