— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული…

BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.

ტრამპმა საუბარში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიტანული მედიასაშუალება და აღნიშნა, რომ მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „სიტყვები პირში ჩაუდეს“.

„იცით, CBS-მაც იგივე გააკეთა. იგივე სიტუაცია გვქონდა გადაცემა „60 წუთში“, თუმცა ეს წინა მფლობელების დროს მოხდა. ვფიქრობ, ამჟამინდელი მფლობელები კარგები არიან. მაგრამ BBC კიდევ უფრო შორს წავიდა. სინამდვილეში, მათ სიტყვები პირში ჩამიდეს და თქვეს, რომ საკმაოდ ცუდი რაღაცები ვთქვი. რაც რეალურად არ მითქვამს. ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.
მე ვუთხარი, რომ „ეს არასდროს მითქვამს“. ჩემმა გარემოცვამ თქვა, „ვაუ, რა ცუდი რაღაცები თქვი“. მე ვკითხე, რა ვთქვი საერთოდ? იცით, მე საკმაოდ კარგი ვარ ამ საკითხებში. როდესაც წლების განმავლობაში ამდენ პრესკონფერენციას ატარებ, ხარ აშშ-ის პოპულარული პრეზიდენტი, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რომელმაც მოიგო შვიდივე შტატი, მიიღო ხმების რეკორდული რაოდენობა, ალბათ ცუდად არ ვაკეთებ ამ საქმეს. მე ვუთხარი, რომ ეს არასდროს მითქვამს. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, BBC ასევე არასწორად აშუქებს ირანში ომს.

„BBC-იმ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო დღეს დილით მაინც ვუყურე მათ და ეს ძალიან არაზუსტი იყო, ომის შესახებ მათი რეპორტაჟი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ ეს ქვეყანა და თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ, თითქოს, ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობს. ეს ასე არ არის, ისინი ჩვენ თანაბარ ბრძოლას ვერ გვიწევენ. ეს ძალიან არაზუსტი, ყალბი ამბები იყო. ამიტომ ძალიან ვამაყობ ტერმინით „ფეიკ ნიუსი“, რადგან ეს ჩემი ტერმინი იყო. მე მოვიფიქრე. მაგრამ ეს ტერმინი აღარ არის ზუსტი. ეს უკვე არის კორუმპირებული, თაღლითური მედია. ეს ნამდვილად ასეა. ეს არის თაღლითობა. ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკ ნიუსი“. ეს ბევრად უარესია, მის მიღმაა. პრაქტიკულად დანაშაულებრივიც კი.

ეს ნამდვილად დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ბევრი არაფერი ვიცი BBC-ის შესახებ, გარდა იმისა, რაც მოხდა. ხალხი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ რა საშინელი რამ თქვი. მე ვკითხე, რა ვთქვი? და ისინი მეუბნებოდნენ რაღაცებს, რაც არასდროს მითქვამს. ჩვენ გადავამოწმეთ. ეთანხმებით? ისინიც ეთანხმებიან. ეს როგორღაც ხელოვნურმა ინტელექტმა ან რაღაც მსგავსმა შექმნა, მე კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამიტომ მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. ისინი აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საქმე“- განაცხადა ტრამპმა.