„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი – „საუთჰემპტონთან“ მატჩში ვნახეთ, რამდენად კარგად შეეწყო გიორგი მამარდაშვილი გუნდს

„ჩელსისთან“ პრემიერლიგის მატჩამდე „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„როგორია ჩემი შთაბეჭდილება გიორგი მამარდაშვილზე მისი ჩამოსვლის შემდეგ? ვფიქრობ, „საუთჰემპტონთან“ მატჩში ვნახეთ, რამდენად კარგად შეეწყო გუნდს. ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე მოგვყავდა. ახლა საუკეთესო მომენტია იმის დასანახად, თუ რამდენად მოახერხებს გუნდთან ადაპტირებას.

ვფიქრობ, „საუთჰემპტონთან“ დავრწმუნდით, რომ გიორგი ჩვენს კარს საიმედოდ იცავს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა. ახლა მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც კელეჰერმა („ლივერპულის“ ყოფილი მეკარე) წარსულში არაერთხელ გააკეთა, როცა ალისონს ცვლიდა. იმედი მაქვს, ისიც ისეთივე წარმატებით შეძლებს ამ ამოცანისთვის თავის გართმევას“, – განაცხადა არნე სლოტმა.

„ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

უახლესი

მსგავსი სტატიები