თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა- ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

ჯაბა ხუბუა- ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ…

რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე და ბაჩო ახალაიას შესახებ საუბრობს.

როგორც ხუბუა წერს, „როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!“

მისივე თქმით, ასეთები საუბრობენ დამხობაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

„რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ.
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს (2011 წელი, სერგო თეთრაძის საქმე) პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. სასტიკი წამებისგან სასომიხდილი ლონდარიძე ახალაიას პისტოლეტიან ხელში ეცა, უნდოდა ჩახმახისთვის გამოეკრა და ასე დაესვა წერტილი თავისი ტანჯვისათვის, მაგრამ ახალაიას ,,გლოკი” საბრძოლო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა მოყვანილი.
როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!
წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე ამბობდა, მკვლელიაო და მსხვერპლს ამით აშინებდა.
აი, ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.“- წერს ხუბუა.

მსგავსი სიახლეები.

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში… პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე

10 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა… პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”?! თქვენ ასევე თქვით, თითქოს ენმ-სა და “ალიანსს” შორის “დაპირისპირებაა” – ენმ-ს არანაირი “დაპირისპირება” “ალიანსთან” არ აქვს!

14 სთ წინ4 წთ