თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
პოლიტიკა

“ზღაპარის“ დირექტორი თამარ უდესიანი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და სთავაზობენ ყველა ქსელს, მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს „ქეშბექების“ ასე ზრდას

“ზღაპარის“ დირექტორი თამარ უდესიანი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან…

„ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში“-ამის შესახებ კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, სადაც „ქეშბექი“ აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ აღნიშნული პროდუქტები.

მან ასევე კითხვაზე, რა შეიძლება დაემართოს ფასს „ქეშბექის“ გაუქმების შემთხვევაში, უპასუხა, რომ ფასი ვერ გაიაფდება, რადგან „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე აქვთ გათვალისწინებული.

„პირობითად პირველადი მოხმარების პროდუქტები რომ ავიღოთ, რძის პროდუქტები, კვერცხი, იგივე წონის პროდუქტებზე აღვნიშნავ, რომ არანაირი „ქეშბექი“ არ ვრცელდება და ჩვენი ბრუნვის საკმაოდ დიდ წილს წონის პროდუქტები შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, პირველად მოხმარების პროდუქტებზე სადაც ქეშბექები გვაქვს, გვაქვს იმის საშუალება, რომ არა შესასყიდი ფასით, არამედ გაცილებით იაფად გვიდევს თაროზე არა მხოლოდ აქციის დროს, არამედ რეგულარული ფასიც კი იაფია გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებაში გვიწევს ფასის დაკლება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ მათთან მიმართებაში.
ჩვენს ნაწილში ფასი ვერ გაიაფდება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე გვაქვს გათვალისწინებული და ბრუნვად პროდუქტებზე უკვე „ქეშბექის“ ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლირად ზრდას, ვფიქრობ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს რის წარმოებას დაიწყებს, ან იმპორტიორმა რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“- განაცხადა თამარ უდესიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში… პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე

10 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა… პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”?! თქვენ ასევე თქვით, თითქოს ენმ-სა და “ალიანსს” შორის “დაპირისპირებაა” – ენმ-ს არანაირი “დაპირისპირება” “ალიანსთან” არ აქვს!

13 სთ წინ4 წთ