ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე სამთო სათხილამურო სპორტში – სლალომში მუნიციპალური პირველობა გაიმართა


ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე გაიმართა მუნიციპალური პირველობა სამთო სათხილამურო სპორტში – სლალომში.

ტურნირი ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე სპორტსმენმა მიიღო.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო.

ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და მოადგილე ნური გორგაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები