რუსთავში მასშტაბური ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა კონკურსი რუსთავის ცენტრალური პარკის – საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის – განახლებაზე. პროექტის მიზანია პარკის სრულფასოვან, თანამედროვე რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის დასვენებისა და აქტიური დროის გატარებისთვის იქნება განკუთვნილი.

უახლესი

მსგავსი სტატიები