2026 წლის 19 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში ეწვივნენ ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ჰამდულლაჰ ჩუვალჯი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.




