მათთვის, ვინც სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას და პატივის მიგებას გეგმავს, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე, დაიხურება.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.
ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




