რეინჯერებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ფართო წყლის ტბაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 4 მოქალაქე უსაფრთხო ადგილას უვნებლად გადაიყვანეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ, ძლიერი ქარისა და ღელვის გამო ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
სამაშველო ოპერაცია ქ. ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოდან მიღებული ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს

უახლესი

მსგავსი სტატიები