ჩეხეთში კრივის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე ზუკა ჭოჭუამ (-65 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მისთვის ეს კარიერის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ (60 კგ) და აკაკი ბასარიამ (70 კგ), ვიცე-ჩემპიონი კი დავით მხეცაძე (80 კგ) გახდა.
ზუკა ჭოჭუამ საქართველოს ნაკრებს ისტორიული – სარეკორდო, მესამე ოქრო მოუტანა.
ქართველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


