დედამიწის მოსახლეობა ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდება – ბოლო 54 წლის განმავლობაში პირველად, ადამიანები მთვარისკენ გაფრინდებიან. NASA-ს მისია Artemis 2 სტარტს 1 აპრილს, ფლორიდიდან, ადგილობრივი დროით 18:24 საათის შემდეგ აიღებს (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:24 საათი).
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე – რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 – ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ.




