— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მეცნიერება

Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტის აგენტმა სისტემის შეზღუდვებს თავი დააღწია და ფარულად დაიწყო კრიპტოვალუტის მაინინგი

Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტის აგენტმა სისტემის შეზღუდვებს თავი დააღწია და ფარულად დაიწყო კრიპტოვალუტის მაინინგი

Alibaba-ს ხელოვნურმა ინტელექტმა, სახელად ROME, ტესტირების დროს დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი აუარა და კრიპტოვალუტის მაინინგი სცადა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ინციდენტის შესახებ მომზადებულ სამეცნიერო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემოწმების პროცესში მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის მხრიდან უჩვეულო ქმედებები შეამჩნიეს. უსაფრთხოების სისტემამ მისი ქცევის გადახრები დააფიქსირა და შიდა გაფრთხილებები გაუშვა.

ROME-მა გარე ბრძანებების გარეშე სცადა გამოსულიყო სატესტო ზონის ფარგლებიდან და შექმნა მექანიზმი, რომელიც კომპიუტერთან დისტანციური სერვერის მეშვეობით დაკავშირების საშუალებას იძლევა.

Axios-ის მონაცემებით, სისტემამ შეძლო სატესტო გარემოს შიგნით ფარული „კარის“ შექმნა. აგენტის სწავლების პროგრამაში არც SSH-გვირაბის შექმნის შესაძლებლობა და არც კრიპტოვალუტის მოპოვების დავალება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ინციდენტის აღმოჩენის შემდეგ, დეველოპერებმა მომავალში ასეთი ქმედებების გამორიცხვის მიზნით, სწავლების პროცესი შეცვალეს და შეზღუდვები გაამკაცრეს.