13 აპრილს, ორშაბათს, მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
ყველა უბნიდან გამოსული ავტობუსის ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოსთან არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა)
კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია)
ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია)
სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია)
ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.




