“როცა საკუთარ ქვეყანას პატივს არ სცემ, ბუნებრივია – ვერც მისი ისტორიის ფასს გაიგებ. ჯერ იყო და 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდნენ, მერე ცეცხლში გახვიეს, დღეს კი დგანან და საქართველოს ღვაწლმოსილ ვეტერანებს „მონას“ და „რუსს“ ეძახიან. ეს უკვე უბრალოდ უპატივცემულობა აღარ არის – ეს არის ღირებულებების სრული დეგრადაცია. ასე ხდება მაშინ, როცა სამშობლოს გრძნობა დაკარგული გაქვს. როცა შენთვის არც მსხვერპლს აქვს ფასი და არც თავისუფლებას. 9 აპრილი მხოლოდ თარიღი არ არის – ეს არის ტკივილი, გმირობა და თავისუფლების ფასი, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. მადლობა თავისუფლებისთვის”- ლევან კოჭლოშვილი




