— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და…

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7%  მიიღო,  მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველი ადგილზე გავიდა.  

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით  საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას,  კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას,  საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს.  

მსოფლიოში სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღე შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლო სისტემის ხარისხი; მმართველობის გამჭვირვალობა; მმართველობითი რეგულაციები.

ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ  წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ეფექტიანი და თანმიმდევრული კანონები და საჯარო პოლიტიკა აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი და აყვავებული ქვეყნისთვის. კანონები ადგენენ თამაშის წესებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. თანმიმდევრული, პრინციპული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა ინვესტორებისა და საზოგადოების ნდობას ქმნის. კარგ მთავრობებს ახასიათებს ძლიერი პოლიტიკის შემუშავების პროცესები, რომლებიც დაბალანსებული, ინკლუზიური და ეფექტურია“.

სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღის შეფასება ეყრდნობა ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის, ორგანიზაცია „ღია საბიუჯეტო პარტნიორობის“ და ამერიკული ორგანიზაცია TRACE International-ის პროექტ „მექრთამეობის რისკის მატრიცის“ თემატურ გამოკვლევებს.   

https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

5 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ