დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული – მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე.

დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.

“რა, რა და მამებზე საუბარს მართლაც ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. ლევან, შენ რომ დისკუსია მამაშენთან მართლაც გაგემართა, ალბათ იმ „მილიონზე“ უნდა დაგეწყო საუბარი, მამას ასე თავდაჯერებულად რომ ჰქონდა დაანგარიშებული პოლიტიკურ ბენეფიტებსა და ღირსებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს შორის დისკუსიას დესერტად „პოლიტიკური მიმცემლობის“ მასტერკლასი მოჰყვება ხოლმე.

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული.

ჰოდა დისკუსიაში იქნებ ის ჭეშმარიტებაც აღმოაჩინო, რომ მამაშენის გუშინდელი მტერი მისი დღევანდელი მოკავშირეა და ამ “მიმცემლობით” განოყიერებულ ნიადაგზე დგახარ – სპიკერის რანგში :)) და ეს ის მცირე კომპენსაციაა, რაც მამიკოს ამაო ბრძოლისა და საბოლოო მორჩილების სანაცვლოდ მიიღე – გახსოვდეს ეს.

ჰოდა ბოლოს, პირველ რიგში საკუთარ მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად,”- წერს დათა გვასალია.

უახლესი

მსგავსი სტატიები