გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.




