თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

გურჯაანში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

გურჯაანში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.