— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

აბას არაღჩი აცხადებს, რომ ომანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი იყო – შევძელით, გადაგვეცა ჩვენი პოზიციები ბირთვულ საკითხზე შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით

აბას არაღჩი აცხადებს, რომ ომანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი იყო – შევძელით, გადაგვეცა ჩვენი…

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვულ საკითხზე ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და მომავალშიც გაგრძელდება.

„ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისი იყო. ახლა უნდა დავბრუნდეთ ჩვენს დედაქალაქებში, განვიხილოთ საკითხი ხელმძღვანელობასთან და ავუხსნათ, რა მოხდა ამ მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა არაღჩიმ.

მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. არაღჩიმ მადლობა გადაუხადა ომანის სულთანს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.

„შევძელით, ერთმანეთისთვის გადაგვეცა ჩვენი პოზიციები, გამოგვეხატა შეშფოთებები და ინტერესები ბირთვულ საკითხზე შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.