თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ-მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ? ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება – საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს
საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესპანეთში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესპანეთში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის უმსხვილეს გამოფენაში „IBTM World 2025“ მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, უწყების მენეჯმენტი შეხვედრებს მართავს ტურისტული ბიზნესის, ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. საქმიანი შეხვედრებისას ბათუმში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბიზნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალი განიხილეს. სამი დღის განმავლობაში დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა.

ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაზე 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. „IBTM World 2025“ 18 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ეწევა რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მიმდინარე წელს, უწყებამ რეგიონის ტურისტული პროდუქტები 20-ზე მეტ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, როგორც ევროპის ისე აზიის მიმართულებით.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

3 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

6 დღის წინ2 წთ