— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ჯაბა სამუშია შეჰანის მონასტერში თსუ არქეოლოგების სამუშაოებს გაეცნო

ჯაბა სამუშია შეჰანის მონასტერში თსუ არქეოლოგების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური გუნდი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში მნიშვნელოვანი ქართული კულტურული ძეგლის – შეჰანის მონასტრის არქეოლოგიურ კვლევებში მონაწილეობს. თსუ-ს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გაეცნო თსუ-ის არქეოლოგების მიერ შესრულებულ კვლევებს.

„შეჰანის მონასტერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მისიას ხელმძღვანელობს თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. მკვლევართა გუნდის შემადგენლობაში არიან თსუ-ის მეცნიერები და სტუდენტები (ბ. გელაშვილი – ხელმძღვანელის მოადგილე, ს. კოხრეიძე ,ზ. გიორგაძე, ს. ბუგიანიშვილი,ა. ნადირაშვილი, ი. ზუკაკიშვილი, ნ. შარაშენიძე, ლ. გოგალაძე, დ. გოგიშვილი, ვ. ჩიტაია).

მონასტრის არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. პირველივე სეზონზე ქართული არქეოლოგიური მისიის მიერ აღმოჩენილმა ქართულმა წარწერამ – „შეუნდვენ ღმერთმან, ამინ“ – საბოლოოდ დაადასტურა ისტორიულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ტრანსიორდანიაში არსებული, აქამდე უცნობი ქართული ქრისტიანული სავანის შესახებ.

შეჰანის მონასტერი და მისი ხელნაწერები დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ. მონასტერზე ყურადღება პირველად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ქართველმა მკვლევრებმა, მათ შორის ელენე მეტრეველმა გაამახვილა. მისი კვლევებით გაირკვა, რომ გაბრიელ თბილელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერი, 1061 წლისთვის უკვე „შეჰანის მამად“ იწოდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მონასტერი სწორედ ამ დროისთვის იყო გაშენებული და იქ მოქმედებდა ქართველთა ძმობა. დროთა განმავლობაში შეჰანის მონასტერი მნიშვნელოვან სკრიპტორიუმად და სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბდა. ცნობილია ასევე, რომ გიორგი-პროხორეცი, ჯვრის მონასტრის აღმშენებელი, სავარაუდოდ 1066 წელს გადავიდა შეჰანის უდაბნოში და იქვე აღესრულა. XIII საუკუნის შემდეგ მონასტერი წყაროებში აღარ იხსენიება.

თსუ არქეოლოგების მიმდინარე აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის როლს ქართული მეცნიერების განვითარებაში და ქვეყნებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ