— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე მორიგი…

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი განიხილეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი მიმართულებებით, მათ შორის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დასანერგად. აქტიურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლებას. ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა არსებული გამოწვევები, რასაც დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით გავუმკლავდებით“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევისთვის მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, თანამედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტების ოპერირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, მიხეილ გოგოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანი, წარმოქმნილი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვაა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

„აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაბამისი მდებარეობის შერჩევის კუთხით. ჩვენი მიზანია, წარმოქმნილი ნარჩენები ვმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ამიტომ, ერთობლივი მუშაობით, ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში შევძლოთ პროექტების განხორციელება, რაც, უპირველესად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ