— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე – ჯანსაღ კრიტიკასა და ღირსების შემლახველ, შუღლის გამაღვივებელ შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამას რეაგირება სჭირდება – კრიტიკა, თითქოს ახალი სამმართველოს მიზანი ცენზურის დაწესებაა, საფუძველს მოკლებულია

ალექსანდრე დარახველიძე – ჯანსაღ კრიტიკასა და ღირსების შემლახველ, შუღლის გამაღვივებელ შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და…
x

საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ინტერპრესნიუსს“ უწყების შემადგენლობაში იმ ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის ფუნქცია სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, კრიტიკა, თითქოს აღნიშნული სიახლის მიზანი განსხვავებული აზრის გამო ცენზურის დაწესების მცდელობაა, ცალსახად მოკლებულია საფუძველს.

„სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, მკაფიო მიდგომა საჯაროდ პიროვნების ღირსების შელახვისა და სხვისი უფლებების დარღვევის შემცველი ფაქტების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სწორედ აღნიშნულს ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა. აღნიშნული დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ისედაც მუდმივად ახორციელებს შესაბამის აქტივობებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და დეპარტამენტის თანამშრომლებს ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ხელშესახები შედეგები აქვთ. ახალი სამმართველოს საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უშუალოდ ისეთი კატეგორიის ქმედებების მონიტორინგზე და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე, რომელიც დაკავშირებულია ღირსების შელახვასთან, პიროვნულ თავდასხმებთან და შეურაცხყოფასთან. ისმის კრიტიკა, რომ თითქოს აღნიშნული სიახლის მიზანი განსხვავებული აზრის გამო ცენზურის დაწესების მცდელობაა, ეს შეფასება ცალსახად მოკლებულია საფუძველს – საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს, შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ გამოვლენილ ფაქტს ობიექტური, მიუკერძოებელი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, – აღნიშნა დარახველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, სამმართველო, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

16 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ