— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ…

საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ერთი მხრივ, შეიძლება, საქართველოს მხრიდან ამბიციური განაცხადია, მეორე მხრივ საქართველო უკვე ათწლეულებია, არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, თუმცა, არასდროს ჰქონია ეს შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის რელევანტური ქვეყანაა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება, რომ 2027 წელს თავმჯდომარე გავხდეთ და წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგსა და კონსენსუსზე, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, ამ მოცემულობაში, როდესაც დღეს ჩვენ მსოფლიოში უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ, ვიდრე გაერთიანებას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს დრო იმისათვის, რომ ამ საკითხზე იმუშაოს ყველასთან, მათ შორის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანასთან.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს თავმჯდომარეობის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და რა თქმა უნდა, საქართველო ამ პროცესში კონსტრუქციულად იქნება ჩართული იმისათვის, რომ ორგანიზაციის მუშაობის შემდგომ გაძლიერებაში შეიტანოს თავისი წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.