— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

სტუდენტების, მასწავლებლების, პროფკავშირებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციას ქვები და სხვა საგნები დაუშინა. სამართალდამცველებმა მათ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს.

შეტაკებაში მონაწილეობდა ათეულობით დემონსტრანტი, რომელთა უმეტესობას სახე დაფარული ჰქონდა და რომლებიც აქციის ძირითად მონაწილეებს გამოეყვნენ.

France 24-ის ინფორმაციით, პროტესტს წინ უძღოდა რამდენიმედღიანი გაფიცვები, საუნივერსიტეტო აქციები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობას 2025 წელს მიღებული კანონის შესრულებას ავალდებულებდნენ. კანონი უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

მილეიმ, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის დეკემბერში დაიკავა, საბიუჯეტო დეფიციტის ნულამდე შემცირების პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო ხარჯების მკაცრი შეკვეცა დაიწყო. განათლებაზე გამოყოფილი თანხები გაიზარდა, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ტემპით.

ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ეროვნული ეკონომიკური კვლევების ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნივერსიტეტებზე სახელმწიფო დანახარჯები, ინფლაციის გათვალისწინებით, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41%-ით შემცირდა.