თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის…

„გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.

მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.

ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.

ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ