თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 960 ჰექტარი

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 960 ჰექტარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და სოფლების – სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.