თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს – ხალხს ახსოვს თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქრთველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში

ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში…

რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა, – წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ეჯიბრება, თუმცა, მათ შორის განსხვავება დიდია, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ სამშობლოში დახარჯა ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიარდი დოლარი, ხოლო, ხაზარაძე, საქართველოში ნაშოვნ დიდძალ თანხას სხვა ქვეყანაში ხარჯავს.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ ვარიანტს ებრძვის და ცდილობს ქილიკით გააუფასუროს დიდძალი ქველმოქმედება, მეორე ვარიანტს კი აღმერთებენ, ვინაიდან, პოლიტიკურად ასე აწყობთ.

“აშკარად ბიძინას ეჯიბრება, მაგრამ თვითონ “ლელოს” ექსლიდერი ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. პოსტის ადრესატი ე.წ. ოპოზიცია და მათი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბიშვილი, რომელმაც გვერდის “ხაზარაძეების ფონდი კულტრუისთვის” პოსტი გააზიარა.
ისეთ აჟიოტაჟს ქმნიან, თითქოს ამ ე.წ. ცენტრით იწყება ქართული კულტურის აღორძინება და თითქოს საქართველო ამ ცენტრით ეზიარება ევროპას.
ძაან სასაცილოა. ჯერ ფონდის ფეისბუკ გვერდია სასაცილო. 2024 წელს შეიქმნა. 700 გამომწერი ჰყავს, 39 პოსტი და ნახტომში რამდენიმე ასეული მოწონება, თითო-ოროლა კომენტარით, კანტი-კუნტად.
ახლა დავუბრუნდეთ აჟიოტაჟს და შევაფასოთ. შევაფასოთ ე.წ. ოპოზიციის დამოკიდებულება ამ ორი პერსონისადმი:

  1. ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება და ფინანსები სხვა ქვეყანაში დააგროვა და დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ქველმოქმედება განახორციელა სხვა ქვეყანაში კი არა, თავის სამშობლოში. ჩამონათვალი უზარმაზარია: სახელმწიფო რეფორმები, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლები, სპორტი, ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, მწვანე პროექტები და სხვა.
    რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ბიძინას ქველმოქმედებისადმი, ცნობილია: ებრძვიან, ქილიკობენ, ცდილობენ გააფუსურონ.
  2. მამუკა ხაზარაძემ პირველი მილიონნახევარი იშოვა რუსეთში. შემდეგ მისი ძირითადი ქონება (საკმადი დიდ ჩამონათვალია) დააგროვა საქართველოში. მოსახლეობაში მისი ბანკისადმი და მიკროფონანსური ორგანიზაციებისადამი დამოკიდებულება და მეტსახელი ცნობილია: მაღალი პროცენტები, გამოსახლებები და ა.შ.
    შემდეგ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს, უჩივლა რა სახელმწიფოს.
    ხალხს ასევე ახსოვს თიბისი ბანკის და მათი მაშინდელი ხელმძღვანელების ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში (იხილეთ საგამოძიებო კომისიის და სხვა მასალები).
    ახლა საქრთველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში.
    ისე, ეს შენიბა საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. ჰოდა, თუ ამდენი ფული აქვს, ვიცით რომ აქვს, ანაკლიაში ჩაედო?!
    რატომ გავაკეთე ეს შედარება, კერძოდ სხვა ქვეყანაში ნაშოვნის შენს სამშობლოში დახარჯვა და პირიქით, შენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე ნაშოვნის დახარჯვა სხვა ქვეყანაში და იმ მოსახლეობის საკეთილდღეოდ?
    მხოლოდ ფაქტის საჩვენებლად, თუ რასთან გვაქვს საქმე.
    აგერ ტრამპის მაგალითი ავიღოთ. ყველა ქვეყანაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ინვესტიციები ამერიკაში განახორციელონ და წარმოებებიც მის ქვეყანაში გადაიტანონ.
    რა ხდება ჩვენთან.
    პირველ ვარიანტს ებრძვიან, მეორეს კი აღმერთებენ. რატომ? ასე აწყობთ პოლიტიკურად,” – წერს ამირან სალუქვაძე.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

6 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

7 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

7 სთ წინ1 წთ