— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ

ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია…

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სასტიკი ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდება. საქართველოს მთავრობის მიერ საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს,- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც პენსიების ზრდას შეეხება.

ანალიტიკოსის თქმით,  415-ლარიანი პენსია ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს  უფროსი თაობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას, თუმცა, საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება მომავალშიც სახელმწიფოს  მთავარ პრიორიტეტად რჩება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი მიზანიც.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ და 415 ლარს მიაღწევს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სასტიკი ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდება, ხოლო ევროპის არაერთი სახელმწიფო სერიოზული ფინანსური, ენერგეტიკული და დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს მთავრობის მიერ საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს.

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური გარემო არასტაბილურია და სახელმწიფოებს სულ უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ცხადია, ყველას კარგად გვესმის, რომ 415-ლარიანი პენსია ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ჩვენი უფროსი თაობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას. საქართველოს პენსიონერები გაცილებით მეტს იმსახურებენ და საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება მომავალშიც სახელმწიფოს  მთავარ პრიორიტეტად დარჩება.

ასეთ რთულ საერთაშორისო ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საბოლოოდ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ჩვენი პენსიონერების, კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი მიზანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

7 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

8 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

8 სთ წინ3 წთ