— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში სეზონისა და კარიერის საუკეთესო შეფასება მიიღო

ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში სეზონისა და კარიერის საუკეთესო შეფასება მიიღო

მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტისთვის ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს. მოკლე პროგრამით 29 მონაწილე წარდგა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი მეხუთე – უძლიერეს ჯგუფში გამოვიდა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ეფექტურად გამოვიდა, მსაჯებისგან სეზონის და კარიერის საუკეთესო შეფასება – 71.77 ქულა დაიმსახურა და მეექვსე ადგილი დაიკავა.

78,71 ქულით დაწინაურდა იაპონელი ამი ნაკაი. 77,23 ქულით მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე, წინა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კაორი საკამოტო. მესამე შედეგი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ალისა ლიუმ აჩვენა – 76, 59.

თავისუფალ პროგრამას ქალები 19 თებერვალს შეასრულებენ.