— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: აშშ-სა და ევროკავშირს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო. ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა

ანდრაშ ლასლო: აშშ-სა და ევროკავშირს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო. ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა…

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს უნგრელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ.

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო.

„ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა. როგორი სულელები უნდა იყვნენ ევროპელი ლიდერები, რომ ცენზურის მხარეს დადგნენ. ნუთუ ასეთი სასოწარკვეთილები არიან და ასე ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის?“, – აღნიშნავს იგი.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით, ევროკომისია სოციალურ მედიაპლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ კონტენტს და ევროპის მასშტაბით, არჩევნებში ერეოდა. დოკუმენტში გამოაშკარავებულია ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის 6 ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.