— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს – როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს – როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა…

დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს — როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია — ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ  ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით,  საქართველო ევროპის ნაწილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  ევრობიუროკრატთა კაბინეტები ჯერ კიდევ არ არსებობდა.

„ჩვენ არ ვემსახურებით არავის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ გაუძლებდა ზეწოლას. ფიქრობდნენ, რომ ეკლესიას დაანგრევდნენ. ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაქსაქსავდნენ. შეცდნენ. საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროპა თქვენ არ აგიშენებიათ. ევროპა მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციაა. ის არ ეკუთვნის არც ერთ ბიუროკრატს, არც ერთ იდეოლოგიას. ევროპა არის კულტურა. ევროპა არის ქრისტიანული ცივილიზაცია. ევროპა არის კონსერვატიული ფესვები და ეროვნული იდენტობა. და ჩვენ ამ ევროპის ნაწილი ვიყავით მაშინაც, როცა ეს კაბინეტები ჯერ არ არსებობდა. ბოროტსა სძლია კეთილმან — ეს ჩვენი სიტყვებია ეს ჩვენი გამოცდილებაა. ეს ჩვენი ისტორიაა. ნუ გვიყურებთ ზემოდან. ნუ გგონიათ, რომ საქართველო მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა. ამ ქვეყნის ბირთვი — ხალხია. ერი, რომელსაც აქვს ენა, მამული და სარწმუნოება ენა, მამული, სარწმუნოება — ეს არის ჩვენი საზომი. არა გრანტი, არა ინსტრუქცია, არა მითითება და ვინც ამას ვერ გაიგებს  ის ვერასოდეს გაიგებს საქართველოს,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

1 სთ წინ3 წთ
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

1 სთ წინ3 წთ
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება

1 სთ წინ2 წთ