თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი?

არჩილ ბერიძე: ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ…

ჩვენი ამოცანაა — დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, რომ არა „ქართული ოცნების“ მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა საქართველო იქნებოდა გამანადგურებელი ომის ადგილი.

„მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა — საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა — გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბერიძის განცხადებით, ის ხალხი და სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებდნენ რომ „რუსეთთან საუბარი ღალატია“ ახლა თავად ურთიერთობენ კრემლთან რაც თავისთავად ორმაგი სტანდარტია.

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარე ძალების მხრიდან, განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიზღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად.
გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა „რუსულთან“ დაკავშირებული იარლიყების მიკერება. და რას ვხედავთ დღეს? ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი? ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვყვირით — ჩვენ ვმოქმედებთ. ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვებრძვით კორუფციას, ნარკოტიკებს და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი „რუსულ საქმეს ემსახურება“, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის. ჩვენ გუნდს არ ჰქონია მზა ინსტრუქცია, როგორ უნდა ემოქმედა ამ რთულ ვითარებაში. არ არსებობდა ისტორიული გამოცდილება, არავინ იდგა გვერდით და არ გვკარნახობდა გზას. ამიტომ ეს არის პრეცედენტი — პრეცედენტი, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად თავად ვქმნით, რათა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

8 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

8 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

10 სთ წინ2 წთ