— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას, რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი – პროგნოზები არ გამართლდა და დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებას

არჩილ ბერიძე: საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას, რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული…

მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ? დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს,  – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა შესაძლებელია ღირსებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება; შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე; შესაძლებელია დიალოგი ისე, რომ არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში.

ამავდროულად, ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხდება მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი რეგიონში.

ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე — ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ,“ – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას ჰპირდებოდა იზოლაციას, რეალურად კი ქვეყანა პოზიციებს იმყარებს და  მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი ხდება.

„საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას — რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი.

და როდესაც ეს პროგნოზები არ გამართლდა, დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებასა და პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანის მცდელობას.

მათ კვლავ ვერ გაიგეს მთავარი — საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გუნდი,“ – განაცხადა ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ