— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან…

როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით – იქნება ეს მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში – რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის აკრძალვის სისწორეში.

კითხვაზე – რა შეიცვლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გორდულაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი ოკუპირებული აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური პარტიების მიერ და შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სურს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და მათი საქმიანობა აიკრძალოს.
ოპოზიციური არა, არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული ანტიკონსტიტუციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა რეალურად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თავიანთი საკითხები დააყენონ და მათ შორის, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ მათთან პოლემიკაში შევიდეთ და ჩვენ არ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან და რეალურად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური კამათი.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.