— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან – რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს

არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო…

ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს დამყარებული და ისევ ისე სხვის დაკრულზე იმყოფებოდეს ჩვენი საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც 2012 წლის ჩათვლით 10-ჯერ საერთო-სახალხო არჩევნებში უარი აქვს ამ რეჟიმის მიმართ ნათქვამი,  –  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” სურს, საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩნოს საკუთარი თავი, თითქოს, ყველაფერი გააკეთეს სასამართლოში, თუმცა, საზოგადოებამ 18 დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ პარტიები თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ.

“სიმპტომატურია “ნაცმოძრაობის” ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს დანაშაულები გაბათილდა, ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევ თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მომაგრების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო.” – განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე პარალელი გაავლო “ნაცისტურ სოციალისტურ პარტიასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის და აღნიშნა, რომ განსხვავება მხოლოდ მათი მოქმედების მასშტაბებშია, ამის მაგალითად, გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობა” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავე სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-12 წლებში იყო.

“ნიურნბერგის პროცესის დროს და პროცესის შემდეგ, ნაცისტური სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ზუსტად ამავეს ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს და ისინი პარტიას არ მიემართებაო და ზუსტად იმავეს იმეორებენ “ნაცმოძრაობის” და მათი განაყოფების წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიმპტომატურობას, როგორი კავშირი აქვს “ნაცმოძრაობასა” და “ნაცისტურ პარტიას”, ერთადერთი განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, თორემ მიმართება, რომ ადამიანი საერთოდ არ არსებობს, არც ადამიანის ღირსება არსებობს და მისი წამება ეს ჩვეულებრივი დაშვებული პროცესია, რასაც მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მაგალითად ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, შავაძის საქმესთან დაკავშირებით – “კარგი იქნებოდა, რომ გაგვესამართლებინაო”- მაშინ როდესაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ბრალიც კი არ არსებობს, რომ მას რაიმე დანაშაული ჩაედინოს, იგი ეს დახვრიტეს, აწამეს და დახვრიტეს პირდაპირ ქუჩაში და ამ საქმეს იგი ამართლებდა. როდესაც წარსულში ჩადენილ ასეთ უმძიმეს დანაშაულებს ცდილობ, რომ არ გაემიჯნო და პირიქით ამართლებ კიდეც, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომ მოვიდეს ეს ძალა ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გააგრძელებს, იმ სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-2012 წლებში დატრიალებული ჰქონდათ,” – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 წთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ