— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა იმისა, არ გაეცეს პასუხი ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს.

ის ასევე ტყუილს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება და შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ.

„მოპასუხის განცხადებით, სარჩელში მოყვანილი აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.

ცალსახად გვსურს განვაცხადოთ – აღნიშნული პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც.

ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ. 

სინამდვილეში, ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ინდივიდუალურად აკრძალვას. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მიემართება. უფრო მეტიც, ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური პარტიები აიკრძალა, ავტომატურად ვერ გახდება ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველი. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალკეული პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველია – აბსურდი და სპეკულაციაა,“ – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.